Latest news
საბერძნეთის ეროვნული დღესასწაული ახლოვდება - რისი სიმბოლოა საბერძნეთისთვის 28 ოქტომბერი 25 ოქტომბრიდან საბერძნეთი ზამთრის დროზე გადადის ლეროსის სანაპიროზე 5 ახალი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს 21 წლის გოგონას დაშავების საქმეში გამოძიება გაუპატიურების აბის შესაძლო გამოყენების ვარაუდს სწავლობს ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში დაშავდა ამალიადა: ძმებმა გარდაცვლილი დედა სახლის ეზოში დამარხეს სალონიკი: არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას საბერძნეთის პრეზიდენტი... სალონიკი: სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე 3500 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკანონოდ დაყარეს - დაკავებ... შშმ პირთა საცხოვრებლების ადაპტაციის პროგრამის მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყება საბერძნეთი: რა კრიტერიუმებით შეირჩევიან კანდიდატები ქირის დასაბრუნებლად
ოთხშაბათი, ოქტომბერი 21, 2026
საბერძნეთიღირშესანიშნავი ადგილები

ლეროსის სანაპიროზე 5 ახალი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

ლეროსის სანაპიროზე 5 ახალი ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

საბერძნეთში კუნძულ ლეროსის სანაპიროსთან წყალქვეშა მკვლევართა ჯგუფმა AegeanTec-მა ხუთი ახალი ჩაძირული ობიექტი აღმოაჩინა, რომლებიც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს, მათ შორის მეორე მსოფლიო ომსა და ომისშემდგომ პერიოდს უკავშირდება.

აღმოჩენებს შორისაა სატვირთო გემი, გერმანული Arado Ar 196-ის ტიპის ჰიდროთვითმფრინავი, სამხედრო დანიშნულების მცურავი საშუალების ნაშთები და ბარჟა, რომელიც 122 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. ბარჟაზე შემორჩენილია სამხედრო აღჭურვილობა და მასალები, რომლებიც შესაძლოა ომის შემდეგ ზღვაში ჩაყრილ საბრძოლო მარაგებს უკავშირდებოდეს.

ერთ-ერთი სატვირთო გემი, სავარაუდოდ, იტალიური SS Versilia-ა, რომელიც 1943 წლის 2 სექტემბერს ბრიტანულმა წყალქვეშა ნავმა HMS Torbay-მ ტორპედოთი ჩაძირა. თუმცა, მისი იდენტიფიცირება დამატებით ისტორიულ დადასტურებას საჭიროებს.

კიდევ ერთი ჩაძირული ობიექტი შესაძლოა 1943 წელს ლეროსისთვის გამართული ბრძოლის მოვლენებს უკავშირდებოდეს, თუმცა მისი ზუსტი იდენტობა ჯერ დადგენილი არ არის.

მკვლევრები აღმოჩენილი ობიექტების შესწავლასა და ისტორიულ წყაროებთან შედარებას აგრძელებენ. ახალი აღმოჩენები კუნძულის წყალქვეშა ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *