Latest news
ანტონიო კოსტა: კვიპროსის გაერთიანება ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს სპიროს ხრისიკოპულოსი პირველი ადამიანია, რომელიც საბერძნეთიდან იტალიამდე ცურვით ჩავიდა რა არის ელ-ნინიო და ექნება თუ არა გავლენა საბერძნეთზე მარათონა: სარდაფში 90 წლის წალის ცხედარი იპოვეს საბერძნეთი: დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს გარდაიცვალა ევი ღატიდუს დედა - სტუდენტი, რომელიც 1997 წელს სასტიკად მოკლეს რომელი პროფესიები გვაძლევს შრომის ბაზარზე სწრაფად შესვლის შესაძლებლობას ათენი: სად იგეგმება ყველაზე დიდი მიწისქვეშა პარკინგის აშენება Marfin-ის საქმე: პროკურორი 46 წლის ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება 2026 წელს საბერძნეთში ქირის ღირებულება კიდევ გაიზარდა
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
საბერძნეთიUncategorized

მარათონა: სარდაფში 90 წლის წალის ცხედარი იპოვეს

მარათონა: სარდაფში 90 წლის წალის ცხედარი იპოვეს

საბერძნეთის ქალაქ მარათონაში პოლიციამ 90 წლის ქალის ცხედარი სახლის სარდაფში აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის გარდაცვალებიდან დაახლოებით 10 წელი იყო გასული, თუმცა მისი სიკვდილი ოფიციალურად არ ჰქონდათ დარეგისტრირებული.

საქმე მას შემდეგ გახსნეს, რაც მოხუცი ქალის შვილიშვილმა დაახლოებით ორი კვირის წინ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ბებიასთან კონტაქტი 10 წლის განმავლობაში არ ჰქონია. მისი ინფორმაციით, ქალი დაახლოებით ათი წლის წინ გარდაიცვალა, ხოლო დედამ და მისმა ძმამ მისი გარდაცვალება დამალეს, რათა მისი პენსიის მიღება გაეგრძელებინათ.

პოლიციაში შესული ზარის შემდეგ საჭირო პროცედურების გავლის შედეგად სახლის ჩხრეკა ჩატარდა და სწორედ ჩხრეკისას სარდაფში ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ივარაუდება, რომ 90 წლის ქალს ეკუთვნის. ცხედარი ნეილონის პარკში იყო გახვეული. ვინაიდან სარდაფში ძირითადად ჩონჩხის ნაშთები იყო, ადგილზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ნაცვლად ანთროპოლოგი გამოიძახეს.

პროკურორის გადაწყვეტილებით, მოხუცის ქალიშვილი და შვილიშვილი დააკავეს გარდაცვლილი ადამიანის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის არ შეტყობინების ბრალდებით. პენსიის შესაძლო უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებული თაღლითობის ფაქტი კი ცალკე საქმის ფარგლებში იქნება გამოძიებული.

გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მოხუცებულის საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ბოლო პერიოდამდე გრძელდებოდა. ბანკის შემოწმებისას გაირკვა, რომ მისი პენსიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები 90 წლის ქალის სადებიტო ბარათის გამოყენებით კვლავ ირიცხებოდა და იხსნებოდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *