მეტროს სადგური „Πανεπιστήμιο“ 09:30 საათიდან დაიკეტება – ათენში სტუდენტებისა და პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიმართება
მეტროს სადგური „Πανεπιστήμιο“ 09:30 საათიდან დაიკეტება – ათენში სტუდენტებისა და პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიმართება
ხუთშაბათს, 5 ნოემბერს, დილის 09:30 საათიდან, საბერძნეთის პოლიციის გადაწყვეტილებით, მეტროს სადგური „Πανεπιστήμιο“ დროებით დაიხურება. მიზეზი პროპილეასთან (Προπύλαια) 11:00 საათზე დაგეგმილი საერთო საგანმანათლებლო საპროტესტო აქციაა.
სატრანსპორტო კომპანია ΣΤΑ.ΣΥ.-ს ინფორმაციით, მატარებლები აღნიშნულ სადგურს გაჩერების გარეშე გაივლიან.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტური გაერთიანებები, მოსწავლეები და პედაგოგები. მათი ძირითადი მოთხოვნებია საჯარო და უფასო განათლების დაცვა და სასწავლო პირობების გაუმჯობესება. ანალოგიური საპროტესტო ღონისძიებები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც არის დაგეგმილი.
ამასთან, საშუალო განათლების მასწავლებელთა ფედერაციამ (ΟΛΜΕ) 10:00-დან 14:00 საათამდე სამუშაო პროცესის შემსუბუქების მიზნით ნაწილობრივი გაფიცვა გამოაცხადა, რათა პედაგოგებს აქციაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ.
