მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა
მტრედმა პაციენტს საჭმელი შეუჭამა
მათთვის, ვინც საავადმყოფოს ხშირად არ სტუმრობს უჩვეულო შემთხვევა დაფიქსირდა წითელი ჯვრის საავადმყოფოში, თუმცა როგორც ექიმმა აპოსტოლოს ანთოპულოსმა განაცხადა საავადმყოფოს პერსონალისა და პაციენტებისთვის აღნიშნული შემთხვევა უჩვეულო სრულიადაც არ არის.
როგორც ექიმმა ტელემაუწყებელ ΑΝΤ1-თან განაცხადა, მტრედები სისტემატიურად შედიან პალატებში და პაციენტების საჭმელს გემრიელად შეექცევიან: “ჩვენი პაციენტები იმსახურებენ უსაფრთხოებასა და ღირსეულ მოპყრობას. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა უკვე გაფრთხილებული გვყავს და ველოდებით შესაბამის რეაგირებას. უკვე დამირეკეს და დეტალურად ავუხსენი მდგომარეობა.”
Facebook Comments Box
