Latest news
Ελληνικό Μετρό: კიფსელის მაცხოვრებლების სახლებიდან გამოყვანის საჭიროება არ არსებობს ბავშვთა დახმარება A21: 27 ნოემბრიდან ისევ იხსნება ელ.პლატფორმა განცხადებების მისაღებად გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების მიზეზად პროპოფოლი დასახელდა მასშტაბური ღონისძიებები პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს 17 ნოემბრის მნიშვნელობა სრულიად საბერძნეთისთვის 17 ნოემბერს შუადღის 2 საათიდან დაიკეტება მეტროსადგური: სინდაგმა, პანეპისტიმიო და მეღარო მუსიკის ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

25 მარტი: აღლუმების განრიგი

25 მარტი: აღლუმების განრიგი

განსაკუთრებულად ელოდება წელსაც საბერძნეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ აღლუმს საბერძნეთის მოსახლეობა და განსაკუთრებით საზოგადოების პატარა წევრები.

სამხედრო აღლუმი 25 მარტს ათენში დილს 11 საათზე ჩატარდება.

წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში აღლუმი სინდაღმას მოედანზე ჩატარდება და დაახლოვებით საათნახევარს გასტანს.

დღე ტრადიციული გასროლის ხმით დაიწყება:

  • დილის 06:21 საათზე ლიკავიტოსის ბორცვიდან 21-ჯერ განახორციელებელ მისასალმებელ გასროლას.
  • 08:00 საათზე აკროპოლისზე აღმართავენ საბერძნეთის დროშას.
  • 10:00 საათზე ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძრიდან არქიეპისკოპოსი ოფიციალურად დალოცავს საბერძნეთს, მის დამოუკიდებლობასა და საბერძნეთის მოსახლეობას.
  • 10:01 საათზე ისევ გაისვრიან 21-ჯერ ლიკავიტოსის ბორცვიდან.
  • 10:55 საათზე 5 წუთით ადრე აღლუმის დაწყებამდე ტრადიციისამებრ სანერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი ყვავილების გვირგვინებით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის ძეგლს სინდაგმაზე.

აღლუმის მსვლელობისას დედაქალაქის ცაზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები გადაიფრენენ.

  • 18:41 საათზე აკროპოლისიდან დაწევენ საბერძნეთის დროშას და პარალელურად განხორციელდება 21 სიმბოლური გასროლა ლიკავიტოსის ბორცვიდან. 
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *