Latest news
ირაკლიო: უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ 33 წლის ექიმს უკვე 1 კვირაა ეძებენ ფერმერები ორშაბათს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას არ აპირებენ - იგეგმება ბლოკადის ესკალაცია 17 დეკემბერს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ავტობუსები არ იმოძრავებენ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე 23 წლის პატიმარმა მონური მოპყრობის გამო, რომელსაც თანამესაკნეებისგა... მენდონი უძველესი ცივილიზაციების მე-9 ფორუმზე: პართენონას ქანდაკებების დაბრუნება საბერძნეთის მთავარი ... ომონია: სამართალდამცავმა ორგანოებმა სარდაფიან ასობით მოპარული პირადობა და პასპორტი ამოიღეს გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც დანიელი სპერმის დონორის გამოყენებით ჩაისახა - სიმსივნითაა დაავადებული მი... მოზარდებში თვითდაზიანებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდ... შობამდე საბერძნეთს კიდევ ერთი ცივი ტალღა გადაუვლის: წვიმა და თოვლი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სალონიკი: დააკავეს 45 წლის კაცი, რომელიც არისტოტელეს მოედანზე 2 ქალს დაესხა თავს
კვირა, დეკემბერი 14, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

პირეოსზე ძველი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

პირეოსზე ძველი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

აღნიშული შენობა პასალიმანზე, ნეორიონის ქუჩაზე მდებარეობს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, შენობაში მიმდინარეობდა გამწმენდი/სარესტავრაციო სამუშაოები, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შენობის ნაწილის ნგრევა.

მაშველები ცდილობენ გამოიყვანონ ერთი ადამიანი, რომელიც შენობის ჩამონგრევის დროს სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა და ნანგრევებში მოყვა. მეხანძრე-მაშელებსა და გამომწყვდეულ პირს შორის არსებობს კომუნიკაცია, თუმცა მისი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მაშველებისთვის უცნობია არიან თუ არა სხვა ადამიანებიც ნანგრევების ქვეშ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შენობაში ჯამში 9 მუშა იმყოფებოდა, რომელთაგან სამმაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 

ადგილზე იმყოფება 24 მაშველი, 8 სახანძრო მანქანა და ძაღლები, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოსაჩენად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *