Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

პირეოსზე ძველი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

პირეოსზე ძველი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად სამმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. 

აღნიშული შენობა პასალიმანზე, ნეორიონის ქუჩაზე მდებარეობს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის განცხადებით, შენობაში მიმდინარეობდა გამწმენდი/სარესტავრაციო სამუშაოები, რამაც სავარაუდოდ გამოიწვია შენობის ნაწილის ნგრევა.

მაშველები ცდილობენ გამოიყვანონ ერთი ადამიანი, რომელიც შენობის ჩამონგრევის დროს სატვირთო მანქანაში იმყოფებოდა და ნანგრევებში მოყვა. მეხანძრე-მაშელებსა და გამომწყვდეულ პირს შორის არსებობს კომუნიკაცია, თუმცა მისი გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

მაშველებისთვის უცნობია არიან თუ არა სხვა ადამიანებიც ნანგრევების ქვეშ. თუმცა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შენობაში ჯამში 9 მუშა იმყოფებოდა, რომელთაგან სამმაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. 

ადგილზე იმყოფება 24 მაშველი, 8 სახანძრო მანქანა და ძაღლები, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების აღმოსაჩენად. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *