Latest news
კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი თოვლი საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახ... სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული უამინდობის გამო როდოსზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა საბერძეთი: სკოლებში უფასო კვების პროგრამა განახლდა
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს – სად არის მოსალოდნელი თოვლი

საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს – სად არის მოსალოდნელი თოვლი

ძლიერი წვიმებისა და შტორმის შემდეგ საბერძნეთში ამინდი დროებით გაუმჯობესდება, თუმცა ხანმოკლე შესვენებას მკვეთრი ტემპერატური ვარდნა მოჰყვება.

მეტეოროლოგ გიორგოს ცატრაფილიასის პროგნოზით, პარასკევიდან, 16 ოქტომბრიდან, უკრაინიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები ტემპერატურას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოსალოდნელია წვიმა, ადგილობრივი ჭექა-ქუხილი და თოვლი მთიან რეგიონებში.

დღეს, 15 ოქტომბერს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ევიაზე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, კიკლადესსა და დოდეკანისაზე, ხოლო კრეტაზე უამინდობის ფენომენი უფრო მკვეთრად დაფიქსირდება და წვიმას ჭექა-ქუხილიც შესაძლოა მოჰყვეს. საბერძნეთის სახმელეთო ნაწილში ტემპერატურა 19-20 გრადუსამდე, კუნძულებზე კი 21-22 გრადუსამდე მოიმატებს. ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის ქარის სიჩქარე ზოგან 8 ბოფორს მიაღწევს.

პარასკევსა და შაბათს, 16-17 ოქტომბერს, ცივი ჰაერის მასების შედეგად ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. შაბათის გამთენიისას მთიან რეგიონებში მოთოვს.

კვირას, 18 ოქტომბერიდან კი სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *