სალონიკი: ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა – დაშავებულია 3 მგზავრი
სალონიკი: ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა – დაშავებულია 3 მგზავრი
ოთხშაბათს, 9 სექტემბერს შუადღეს, სალონიკში, კერძოდ ნეაპოლში ორი საქალაქო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტობუსი გზიდან გადავიდა და გაჩერებას დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გაჩერებაზე მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
შემთხვევა ანდრეა პაპანდრეუს ქუჩაზე მოხდა. წინ მიმავალ ავტობუსს უკნიდან მეორე ავტობუსი დაეჯახა. შეჯახების შედეგად პირველი ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და გაჩერებას შეეჯახა.
პრესისთვის ამ დრომდე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მათ არაერთგზის მოტეხილობები აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარების, სახანძრო სამსახურისა და საგზაო პოლიციის თანამშრომლები.
ინციდენტის გამომწვევი მიზეზებისა და შეჯახების ზუსტი გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
