სალონიკი: არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას საბერძნეთის პრეზიდენტი დაესწრება
სალონიკი: არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას საბერძნეთის პრეზიდენტი დაესწრება
2026 წლის 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სალონიკის არისტოტელეს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალაქის მფარველი წმინდანის, დიმიტრის ხსენების, სალონიკის გათავისუფლების 114-ე და 1940 წლის 28 ოქტომბერს ისტორიული “არა”-ს დღის წლისთავებს საზეიმო ვითარებაში აღნიშნავენ. ღონისძიებას საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს ტასულასი დაესწრება.
საზეიმო სიტყვით გამოვა ლონდონის კინგს კოლეჯის ემერიტუს-პროფესორი, სერ როდერიკ ბიტონი. მისი მოხსენების თემაა „წმინდა დიმიტრიდან მეტაქსას „არამდე“.
ღონისძიების მუსიკალურ ნაწილში არისტოტელეს უნივერსიტეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდები აარონ კოპლენდის, მიკის თეოდორაკისისა და ედვარდ ელგარის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
ცერემონია უნივერსიტეტის საზეიმო დარბაზში გაიმართება. ისინი, ვინც ღონისძიებაზე დასწრებას ვერ ახერხებენ, ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციით ნახვას ინტერნეტით შეძლებენ.
