Latest news
საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო... საბერძნეთში შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესები მკაცრდება  საბერძნეთი: მშენებლობის წესები იცვლება საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი: 2030 წლისთვის საბერძნეთს უძლიერესი შეიარაღებული ძალები ეყოლება პატრას შერეული ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ხვალ ირინი მურძუკუს საქმეს განიხილავს სალონიკი: Flyover-ის მშენებლობა 2027 წელს დასრულდება საბერძნეთი: ადვოკატები მოსახლეობისთვის სასამართლო დაცვის შესაძლებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ ევროკომისია: 2080 წლისთვის საბერძნეთის მოსახლეობა 7,6 მილიონამდე შემცირდება
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
Uncategorized

ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშრებით ინიციატივა წარადგინა

ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშრებით ინიციატივა წარადგინა

საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური პრევენციული მედიცინის პროგრამის „ΠΡΟΛΑΜΒΑΝΩ“ გაგრძელებას უზრუნველყოფს 2030 წლამდე.

პროგრამა აღარ იქნება დამოკიდებული ევროკავშირის აღდგენისა და მდგრადობის ფონდზე და მისი დაფინანსება სრულად ეროვნული რესურსებით განხორციელდება. ყოველწლიურად ამისთვის 75 მილიონი ევრო გამოიყოფა.

პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს კვლავ უფასოდ ექნებათ წვდომა პრევენციულ გამოკვლევებზე, მათ შორის ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგებზე. ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ მოქალაქეები უფასო გამოკვლევების ბარათებს კვლავ მობილურ ტელეფონებზე მიიღებენ.

ასევე გადაწყდა ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო ინექციური პრეპარატების პროგრამის გაგრძელება. მკურნალობის გაგრძელებას შეძლებს დაახლოებით 43 500 ბენეფიციარი, ხოლო პროგრამა ეროვნული დაფინანსების ფარგლებში გადავა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „პრევენცია” აღარ იქნება დროებითი ინიციატივა და ის საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მუდმივ მიმართულებად იქცევა. პროგრამით უკვე ისარგებლა 6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *