Latest news
კლაუდია ლატა: ჩემი შვილი უმწეო მდგომარეობაში, სრულიად მარტო გარდაიცვალა ვაგონში იღუმენიცა: 27 წლის კაცმა ყოფილი პარტნიორის მკვლელობა აღიარა ტების ტრაგედიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გრძელდება მგლები და ტურები ქალაქებს უფრო და უფრო ხშირად სტუმრობენ ანა კანდარაკი: გვეშინოდეს ექიმების, რომლებიც ყველა განხრის სპეციალისტობას იჩემებენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე ჰიპნოთერაპევტ ნასოს კომიანოსს დაკითხავენ საბერძნეთი: შობადობის კლების ტემპი შენელდა სკერცოს: ფასების მატება საერთაშორისო პრობლემას წარმოადგენს ცვლილებები სანომრე ნიშნების გაცემის წესში - როგორ ავირჩევთ მანქანის სანომრე ნიშნებს ფოტის იაგულას: ყაჩაღი, რომლის ცხოვრებაც ხალხურ ლეგენდად იქცა
ორშაბათი, სექტემბერი 21, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

10 აგვისტოდან ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

10 აგვისტოდან ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციის მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

დასავლეთ ატიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს ხვალიდან, 10 აგვისტოდან, კომპენსაციის მისაღებად განცხადებების შეტანა შეუძლიათ. განცხადებების მიღება მანდრა-იდილიისა და მეღარას მუნიციპალიტეტების მერიებში იქნება შესაძლებელი.

დახმარება მოიცავს 600 ევროს პირველადი საჭიროებების დასაფარად, ასევე 6 000 ევრომდე კომპენსაციას სახლის შეკეთებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. დამატებითი დახმარება გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შშმ პირებისა და ხანძრის შედეგად მუდმივი ფიზიკური დაზიანების მქონე მოქალაქეებისთვის.

მთავრობის განცხადებით, ბენეფიციარებისთვის თანხების ჩარიცხვა განაცხადის პროცედურების დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში იგეგმება.

პორტო ღერმენოში დასრულებული ინსპექტირების შედეგად 79 სახლი „წითელ“, 56 „ყვითელ“ და 57 „მწვანე“ კატეგორიად შეფასდა.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ დაზიანებული საცხოვრებლების შეკეთებისა და ხელახლა აშენების ხარჯებს სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს. სახელმწიფო ასევე დაფარავს შესაბამისი სამშენებლო ნებართვის ხარჯებს.

პორტო ღერმენოში დასანგრევი სახლების შემთხვევაში კი დემონტაჟის ხარჯსაც სახელმწიფო აიღებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დამატებითი ფინანსური ტვირთი არ დააწვეს.

კომპენსაციის მისაღებად საჭიროა პირადობის მოწმობა, ბოლო საგადასახადო დეკლარაცია (E1), უძრავი ქონების დეკლარაცია (E9), ინსპექტირების დოკუმენტი, ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი და საბანკო ანგარიშის IBAN. საცხოვრებლის თანასაკუთრებაში ყოფნის შემთხვევაში დამატებით საჭიროა შესაბამისი თანხმობა ან მინდობილობა თანამესაკუთრეებისგან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *