Latest news
რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ - საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს
ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

2026 წელს 2 უქმე დღე იკარგება, რადგან შაბათ-კვირას ემთხვევა

2026 წელს 2 უქმე დღე იკარგება, რადგან შაბათ-კვირას ემთხვევა

2025 წლის ბოლომდე მხოლოდ 1 უქმე დღე რჩება, თუმცა 2026 წელი ბევრ სამ და ოთხდღიან უქმეებს გვიმზადებს, რაც იდეალური იქნება ქალაქის ხმაურისგან თავის გასარიდებლად მოკლე მოგზაურობებისთვის.

ახალი 2026 წელი ხუთშაბათს 1 იანვარს შემოაბიჯებს.

მაღაზიები და სუპერ-მარკეტები 1 და 2 იანვარს არ იმუშავებენ.

2026 წელს რამდენიმე უქმე დღე იკარგება, რადგან დღესასწაულები შაბათ დღეს ემთხვევა. კერძოდ: ღვთისმშობლის მიძინების დღე, შობის მეორე დღე 26 დეკემბერი.

2026 წლის 3 სამდღიანი უქმე:

  • 21 თებერვლიდან 23 თებერლის ჩათვლით (შაბათი-კვირა-სუფთა ორშაბათი)
  • 1 მაისიდან 3 მაისის ჩათვლით (პარასკევი-შაბათი-კვირა) 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
  • 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით (შაბათი-კვირა-ორშაბათი) 1 ივნისი სულიწმინდის დღეა

2026 წლის 4 დღიანი უქმეები:

  • 10 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით (პარასკევი-შაბათი-კვირა-ორშაბათი) წითელი პარასკევი-აღდგომა-მიცვალებულთა დღე

როგორც უკვე აღვნიშნეთ სუფთა ორშაბათი 2026 წელს 23 თებერვალს ემთხვევა, ხოლო აღდგომა 12 აპრილს. 

დასვენების დღეები თვეების მიხედვით კი ასე გამოიყურება:

  • იანვარი: ახალი წელი – 1 იანვარი და ნათლისღება – 6 იანვარი
  • თებერვალი: 23 თებერვალი – სუფთა ორშაბათი
  • მარტი: ეროვნული დღესასწაული (საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე) – 25 მარტი
  • აპრილი: წითელი პარასკევი – 10 აპრილი, აღდგომა – 12 აპრილი, მიცვალებულთა დღე – 13 აპრილი
  • მაისი: მშრომელთა საერთაშორისო დღე – 1 მაისი
  • ივნისი: სულიწმინდის დღე – 1 ივნისი
  • აგვისტო: ღვთისმშობლის მიძინების დღე – 15 აგვისტო
  • ოქტომბერი: უარის დღე – 28 ოქტომბერი
  • დეკემბერი: შობა – 25 დეკემბერი, 26 დეკემბერი
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *