Latest news
რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთა დახმარების მისაღებად თეირანი კვლავ იბომბება - ლიბანის არმია უკან იხევს  კოლონო: 31 წლის ქალი ორსულად არ იყო - ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და მუდმივი ძალადობის მსხვერპლი ... მოწმეები აცხადებენ, რომ 31 წლის ქალზე, რომელიც კოლონოში გარადცვლილი იპოვეს, ქმარი გამუდმებით ძალადობ... 3 მარტი: დედის დღე ავტოსაგზაო შემთხვევამ 25 წლის მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა გლიფადა: 24 წლის ბიჭმა კაცს პასტით სახის არეში დაზიანებები მიაყენა დრამასა და ლარისას ციხეებში აკრძალული ნივთების დრონით შეტანა სცადეს ლონდონი: ირანმა კვიპროსზე სამეფო საჰაერო ძალების ასაფრენი ბილიკი დაბომბა ლევკოსია: დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა
ოთხშაბათი, მარტი 4, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

25 მარტი: რა აღინიშნება ამ დღეს საბერძნეთში ისტორია და წეს-ჩვეულებები

25 მარტი: რა აღინიშნება ამ დღეს საბერძნეთში ისტორია და წეს-ჩვეულებები

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღედ და საბერძნეთის ეროვნული აღორძინების დღედ არის მიჩნეული 25 მარტი, დღე, როდესაც დაიწყო დიდი განმათავისუფლებელი რევოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ 400 წლიანი ოკუპაციის შემდეგ. 

ამ დღეს ბერძნები პატივს მიაგებენ 1821-1829 წლებში რევოლუციის პერიოდში დაღუპულ გმირებს.

ეს დღე მნიშვნელოვანია ასევე რელიგიური კუთხიდანაც, რადგან ემთხვევა ხარების მართლმადიდებლურ დღესასწაულს. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ყოველწლიურად იმართება სამხედო აღლუმები და საზეიმო მსვლელობები. 

შეგახსენებთ, რომ 1821 წლის 25 მარტს, ხარების დღეს, კალავრიტას მახლობლად, წმინდა ლავრის მონასტერში, პირველად გაისმა მოწოდება “თავისუფლება ან სიკვდილი” და პატრას მიტროპოლიტმა ჰერმანმა აღმართა რევოლუციის დროშა. რევოლუციის დასრულების შემდეგ შექმნილი საბერძნეთის სახელმწიფო დროშა ზუსტად იმეორებდა ამ ბანერს 1978 წელს საბერძნეთის ამჟამინდელი დროშის ოფიციალურ დამტკიცებამდე. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *