Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ხანია: მოსწავლე სკოლაში იარაღით მივიდა

ხანია: მოსწავლე სკოლაში იარაღით მივიდა

კუნძულ კრეტაზე სასკოლო პერსონალის აღშფოთება გამოიწვია მოსწავლემ, რომელიც სასწავლო დაწესებულებაში იარაღით მივიდა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გვარცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა გასულ ხუთშაბათს მოხდა, როცა 14 წლის მოსწავლემ საკლასო ოთახში იარაღი ჩანთიდან ამოიღო და მასზე დაკვირვება დაიწყო.

შეშინებულმა თანაკლასელებმა დაუყოვნებლივ შეატყობინეს სკოლის დირექტორს, რომ მათი კლასელი შეიარაღებული იყო. სკოლის დირექტორმა კი პოლიცია გამოიძახა. 

პოლიციის თანამშომლებს მოსწავლემ განუცხადა, რომ იარაღი სახლში, კარადაში იპოვა.

პოლიციამ დააკავა როგორც 14 წლის მოსწავლე, ასევე მისი მამაც.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსწავლე ნანობს თავის საქციელს და ბოდიშს იხდის ყველას წინაშე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *