Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
კვირა, მაისი 3, 2026
საბერძნეთიUncategorized

26 თებერვალს საბერძნეთის სტუდენტთა თვითმმართველობები საპროტესტო აქციას გამართავენ

26 თებერვალს საბერძნეთის სტუდენტთა თვითმმართველობები საპროტესტო აქციას გამართავენ

ტემბის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად და ამ დრომდე არ აღსრულებული სამართლის მოსათხოვად სტუდენტები 26 თებერვალს. შუადღის 12:00 საათიდან მშვიდობიანი აქცია გამართავენ. 

მშვიდობიანი აქცია 20 სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიგეგმა.

გამომდინარე იქიდან, რომ სტუდენტები პროპილეას შენობასთან შეიკრიბებიან, რომელიც ახლოს არის მეტროსადგურ პანეპისტიმიოსთან პოლიციამ მეტროსადგურის დაკეტვის განკარგულება გასცა. აღნიშნულ მეტროსადგურზე მატარებლები გაუჩერებლად გაივლიან.

“სწორედ ახლაა დრო არ შევწყვიტოთ ბრძოლა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციების ქმედებების გასაპროტესტებლად, რომლებიც არაფრად აგდებენ ადამიანების უფლებებსა და სიცოცხლეს. არ შევწყვიტოთ ბრძოლა, რათა პასუხი აგოს ყველამ, ვისაც აღნიშნულ ტრაგედიაში ბრალი მიუძღვის.” – აცხადებენს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *