Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

მარუსი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 74 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

მარუსი: ავტოსაგზაო შემთხვევამ 74 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

შაბათს, 26 ოქტომბერს, 74 წლის კაცს, რომელიც მარუსის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, მოტოციკლეტი დაეჯახა.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უბედური შემთხვევა საღამოს 20:00 საათზე კაპოდისტრიუს ქუქაზე მოხდა. 23 წლის მოტოციკლეტისტი ხალანდრიდან ნეა იონიასკენ მიემართებოდა, როდესაც აღია ფილოთეის მიმდებარე ტერიტორიაზე 74 წლის კანადის მოქალაქემ გზის გადაჭრა სცადა მოტოციკლეტისტი სწორედ მაშინ დაეჯახა მას. 

საგზაო პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფეხით მოსიარულემ ზებრის გარეშე სცადა გზის გადაკვეთა და ტრაგიკულად დაშავდა.

74 წლის კაცი სხეულის მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში სადაც მალევე გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *