Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

18 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა – ახალგაზრდას დაუდევრობით 2 პოლიციელი დაშავდა

18 წლის ბიჭი მოტოციკლეტს მართვის მოწმობის გარეშე მართავდა – ახალგაზრდას დაუდევრობით 2 პოლიციელი დაშავდა

პოლიციამ ოთხშაბათს ღამით კერატეაში 18 წლის მოტოციკლეტისტი დააკავა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა კონსტანტინუ პრიფტისა და ფიდიუს ქუჩების კვეთაზე ღამის 23:00 საათზე დააკავეს. პოლიციამ მოტოციკლეტისტს გაჩერებისკენ მოუწოდა რიგითი შემოწმებისთვის, მოტოციკლეტისტი თავდაპირველად გაჩერდა, თუმცა მოულოდნელად მოტოციკლეტი დაძრა და მაღალი სიჩქარით ადგილიდან მიმალვა სცადა. გაქცევის მცდელობისას ახალგაზრდა პოლიციის მოტოციკლეტს შეეჯახა. შეჯახების შედეგად კი 2 პოლიციელი დაშავდა.

პოლიციის თანამშრომლები ახალგაზრდა მძღოლს აედევნნენ და მალევე დააკავეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მოტოციკლეტისტი არ ფლობს მართვის მოწმობას.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *