Latest news
კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი თოვლი საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახ... სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

ვინ არის გოგო, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

ვინ არის გოგო, რომლის სიცოცხლეც ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა

მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან 23 წლის მარია ოჯახის წევრებს, რომლის სიცოცხლეც სტალიდა-მალიას გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.

Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილზე ყველა დადებითად საუბრობს და ამბობენ, რომ მარია იყო ძალიან მზრუნველი, ყურადღებიანი, ყოველთვის მომღიმარი და შრომის მოყვარე. გოგონა ბოლო პერიოდში 2 სამსახურში მუშაობდა.

მარიას შაბათს, 11:00 საათზე კუტულუფარიში, წმინდა ვასილის ტაძრიდან გაასვენებენ.

გარდაცვლილის ოჯახისწევრებმა იმ ადამიანებს, ვინც მარიას უკანასკნელ გზაზე გაცილებას ისურვებენ, თეთრი სამოსის ჩაცმა სთხოვეს.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მალიაში გამთენიის 05:00 საათზე მოხდა. გოგონა მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა სტალიდა-მალიას გზაზე, როცა მის საპირისპიროდ მომავალ მოტოციკლეტს შეეჯახა, რომელსაც 27 წლის ეგვიპტის მოქალაქე მართავდა.

ძლიერი შეჯახების შედეგად გოგონა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *