Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 2 პირი დააკავა

პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის 2 პირი დააკავა

გუშინ საღამოს კუნძულ კრეტაზე ქალაქ ირაკლიოში კერძოდ ფესტოს მუნიციპალიტეტში ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. 

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების გაყიდვა, გადატანაში მონაწილეობას იღებდა კიდევ ერთი პირი, 28 წლის კაცი, რომელიც ათენიდან ნარკოტიკებს ამანათით ფოსტის გამოყენებით გზავნიდა.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, რომლის დედაც ასევე გადაყვანილია დროებითი დაკავების საკანში არასრულწლოვანზე ზედამხედველობის უგულებელყოფის ბრალდებით.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საეჭვო ამანათი, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გახსნაში დაეხმარა, საკურიერო კომპანიის საწყობში აღმოაჩინეს.

დამნაშავეების კვალზე გასასვლელად განხორციელდა კონტროლირებადი მიწოდების ოპერაცია, რომლის პროცესშიც ამანათი არასრულწლოვანმა პირმა ჩაიბარა. 

ამანათის შემოწმებისას პოლიციამ ამოიღო:

  • 175 გრამი დაუმუშავებელი კანაფი;
  • 100 გრამი დამუშავებული კანაფი, ე.წ. „შოკოლადის“ ფორმით;
  • მცირე რაოდენობით უცნობი ქიმიური ნივთიერება.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *