Latest news
ΕΟΦ-ის პრეზიდენტი მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს დომნა მიხაილიდუ: მშობლებს ვაძლევთ ვაუჩერებს, რათა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ იოანა ღაკა და ილიას თეოდოროპულოსი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან თანოს პლევრის: ემიგრაციის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია კონსტიტუციურია სალონიკი: არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი საბერძეთის სახელმწიფო საბჭომ არასამთავრობო როგანიზაციების რეგისტრაცია კონსტიტუციურად სცნო რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ - საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში
ხუთშაბათი, სექტემბერი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როდემდე შეუძლიათ მშობლებს საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების შეტანა

როდემდე შეუძლიათ მშობლებს საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების შეტანა

2026-2027 წლების ვაუჩერების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა ოჯახებს ფინანსურ დახმარებას სთავაზობს ბავშვების ბაგა-ბაღებში, საბავშვო ბაღებში, ასევე ΚΔΑΠ-სა და ΚΔΑΠ ΑμεΑ-ის ცენტრებში (ბავშვთა შემოქმედებითი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამები) ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარჯების შესამსუბუქებლად.

ოჯახებისა და სოციალური ერთობის სამინისტრომ გააფართოვა პროგრამის ბენეფიციართა კრიტერიუმები. ახალი პერიოდისთვის გამოყოფილია 393 მილიონი ევრო, რომლის მიზანია ოჯახების ყოველდღიური ხარჯების შემსუბუქება.

ვინ შეძლებს განაცხადის გაკეთებას?

ამ წელს პროგრამაში ჩართვა უკვე საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებმაც შეძლეს, რადგან შემოსავლის ზღვარი გაიზარდა:

  • ოჯახებისთვის, რომლებსაც 2 ბავშვზე მეტი არ ჰყავთ, წლიური შემოსავლის ზღვარი გაიზარდა 35 000 ევრომდე;
  • ოჯახებისთვის, რომლებსაც 3 შვილი ჰყავთ, ზღვარი შეადგენს 38 000 ევროს.

სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს პროგრამით 170 000-ზე მეტმა ბავშვმა ისარგებლა, ხოლო წლევანდელი კრიტერიუმების დახმარებით მოსალოდნელია ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა.

პირველად გაუქმდა შემოსავალთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. შესაბამისად მრავალშვილიანი ოჯახები შეძებენ განაცხადის გაკეთებას ოჯახის შემოსავლის მიუხედავად და სახელმწიფო დახმარების მიღებას.

ელექტრონულ პლატფორმაზე  aitisi26.eetaa.gr დაინტერესებული პირები განცხადების გაკეთებას 5 აგვისტომდე შეძლებენ.

განცხადების შეტანის პროცესი გამარტივებულია საჭირო ინფორმაციის უმეტესობა ავტომატურად ივსება სისტემიდან. მსურველებს მხოლოდ პირადი Taxisnet-ის კოდები სჭირდებათ.

განაცხადის შეტანა შეუძლიათ:

  • მშობლებს ან პირებს, რომლებსაც აქვთ მეურვეობა;
  • მიმღებ მშობლებს;
  • მეურვეებსა და კანონიერ წარმომადგენლებს;
  • სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების კანონიერ წარმომადგენლებს;
  • ასევე ბავშვების, მოზარდებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წარმომადგენლებს.

პროგრამის მთავარი მიზანია, ბავშვებმა მიიღონ შესაბამისი მოვლა და განათლება მათი ასაკისა და საჭიროებების მიხედვით, ხოლო ოჯახებს ფინანსური მხარდაჭერა გაეწიოთ ვაუჩერების საშუალებით.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *