ვილიასა და მეღარაში ხანძრის ორმაგი კერები ფიქსირდება
ვილიასა და მეღარაში ხანძრის ორმაგი კერები ფიქსირდება
დასავლეთ ატიკის რეგიონში ცეცხლი უკონტროლოდ ედება კიდევ უფრო დიდ ტერიტორიას. ხანძრის ერთ-ერთი კერა აღია პარასკევზეა, ხოლო მეორე კი მეღარასთან ახლოს კანდილიოში.
ადგილობრივმა მოსახლეობამ 112-სგან უკვე მიიღო გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომლითაც მოუწოდებს ტუტულის, ნეა დაფნის, პევკენეას, აღ.სარანდის, მეღარას სამრეწველო ზონის, ჯანდილისა და აღ.სკეპის მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯამში ატიკსა და ვიოტიაში 496 მეხანძრე 134 სახანძრო მანქანით, 22 მოლაშქრე ბრიგადასთან, მოხალისეებთან და 18 ვერტმფრენთან ერთად მუშაობს.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურს ეხმარებიან რუმინეთიდან და საფრანგეთიდან გამოგზავნილი მეხანძრეები და სახანძრო მანქანები.
Facebook Comments Box
