ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშრებით ინიციატივა წარადგინა
ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშრებით ინიციატივა წარადგინა
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური პრევენციული მედიცინის პროგრამის „ΠΡΟΛΑΜΒΑΝΩ“ გაგრძელებას უზრუნველყოფს 2030 წლამდე.
პროგრამა აღარ იქნება დამოკიდებული ევროკავშირის აღდგენისა და მდგრადობის ფონდზე და მისი დაფინანსება სრულად ეროვნული რესურსებით განხორციელდება. ყოველწლიურად ამისთვის 75 მილიონი ევრო გამოიყოფა.
პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს კვლავ უფასოდ ექნებათ წვდომა პრევენციულ გამოკვლევებზე, მათ შორის ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგებზე. ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ მოქალაქეები უფასო გამოკვლევების ბარათებს კვლავ მობილურ ტელეფონებზე მიიღებენ.
ასევე გადაწყდა ჭარბწონიანობის საწინააღმდეგო ინექციური პრეპარატების პროგრამის გაგრძელება. მკურნალობის გაგრძელებას შეძლებს დაახლოებით 43 500 ბენეფიციარი, ხოლო პროგრამა ეროვნული დაფინანსების ფარგლებში გადავა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, „პრევენცია” აღარ იქნება დროებითი ინიციატივა და ის საბერძნეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მუდმივ მიმართულებად იქცევა. პროგრამით უკვე ისარგებლა 6 მილიონზე მეტმა მოქალაქემ.
