კიფსელი: პოლიცია Airbnb-ში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის საქმეს იძიებს
კიფსელი: პოლიცია Airbnb-ში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის საქმეს იძიებს
კიფსელზე მდებარე Airbnb-ში ნაპოვნი ჩვილის ცხედარს აღენისნება დაზიანებები, რომლებიც გამოძიებას დანაშაულებრივი ქმედების არსებობისკენ მიუთითებს.
შეგახსენებთ, რომ ჩვილი ბავშვის ცხედარი კონტეინერში იყო მოთავსებული, კონტეინერი კი ჩემოდანში იყო ჩადებული და დღიური გაქირავების ბინაში იყო დატოვებული.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები დაუდგინდათ 12 და 9 წლის ბიჭებს, რომლებიც ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებიან.
ბინაში ჩვილი ბავშვის ცხედრის გარდა აღმოჩენილია სექსუალური ხასიათის ნივთებით სავსე ჩემოდნებიც.
თასუს ქუჩაზე მდებარე Airbnb-ის ბინაში ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სადაც გარდაცვლილი ახალშობილი აღმოაჩინეს, რამდენიმე პირის მიმართ ბრალდებების წაყენება იგეგმება.
საქმის ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 43 წლის ბერძენი მამაკაცი, 38 წლის გერმანელი ქალი და მათი 15 წლის ქალიშვილი თავდაპირველად შესაძლოა პასუხისგებაში მიეცნენ გარდაცვლილი პირის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო. არცერთი მათგანი არ არის იმ ბინის მფლობელის ნათესავი, რომელმაც პოლიციას მიმართა.
ამასთან, 43 წლის მამაკაცსა და 26 წლის ავღანეთის მოქალაქეს შესაძლოა ნარკოტიკების ფლობის ბრალდებაც წარედგინოთ. პოლიციის ინფორმაციით, ავღანეთის მოქალაქის ვინაობა ათენის უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილია და მას ნარკოტიკული ნივთიერება „შიშას“ შესაძლო გასაღებას უკავშირებენ.
გამოძიებისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ახალშობილის წარმომავლობის დადგენაა. პოლიცია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ვინ იყო ბავშვის დედა. საქმეში ფიგურირებს 28 წლის გერმანელი ქალის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც ახალშობილი მისი შვილი იყო.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც თასუს ქუჩაზე მდებარე Airbnb-ის მფლობელმა პოლიციას შეატყობინა, რომ ბინის დამქირავებლები საცხოვრებლიდან არ გადიოდნენ და ქირას არ იხდიდნენ. მისი თქმით, ბინაში ასევე ნარკოტიკებს მოიხმარდნენ.
ადგილზე პატრულირებდა საბერძნეთის საპატრულო ჯგუფი. ბინის მფლობელმა პოლიციელები გააჩერა და საცხოვრებელში აიყვანა, სადაც მათ 43 წლის ბერძენი, გერმანელი ქალი, 15 წლის გოგონა და 26 წლის ავღანეთის მოქალაქე დახვდნენ.
საქმის მნიშვნელოვანი დეტალები საბოლოოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებისა და გამოძიების შემდგომი ეტაპების შემდეგ გახდება ცნობილი.
