Latest news
ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო... საბერძნეთში COVID-19-ის 114 და გრიპის 52 ახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა დაფიქსირდა რატომ გაიგზავნა კვიპროსში საბერძნეთიდან 28 000 ყალბი პრეზერვატივი Pizza Fan-ის მფლობელის ვილის ჩხრეკისას მილიონ ევროზე მეტი აღმოაჩინეს ათენში მიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის პაქტის თემაზე შეხვედრა გაიმართა კრეტა: 21 წლის ახალგაზრდამ აფთიაქი სახრახნისით დააყაჩაღა საბერძნეთში კომპენსირებადი მედიკამენტების სიას 235 ახალი პრეპარატი დაემატება 25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს ნიკოს ხარდალიასის გეგმა ათენში 12 თვის განმავლობაში უწყვეტ ტურიზმს ითვალისწინებს
პარასკევი, ოქტომბერი 23, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

Filo Jet-ის კატასტროფასთან დაკავშირებული ახალი დეტალები ვრცელდება

Filo Jet-ის კატასტროფასთან დაკავშირებული ახალი დეტალები ვრცელდება

კირენიაში მომხდარი საზღვაო კატასტროფის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება. ირკვევა, რომ „Filo Jet“-ის კატამარანს თავდაპირველად პორტიდან გასვლის უფლება ამინდის გაუარესების გამო არ მისცეს, თუმცა დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გემმა მაინც დატოვა ნავსადგური.

ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. „პრემიერ-მინისტრის“, უნალ უსთელის განცხადებით, პორტების შესაბამისმა სამსახურმა თავდაპირველად გასვლაზე უარი თქვა. მოგვიანებით კი კატამარანს ტასუჯუს მიმართულებით, მერსინისკენ, გადაადგილების ნებართვა მისცეს.

პორტიდან გასვლიდან მალევე, სანაპიროდან დაახლოებით ოთხ საზღვაო მილში, გემზე წყალმა შესვლა დაიწყო. კატამარანი ძლიერ გადაიხარა, გადაბრუნდა და საბოლოოდ 514 მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.

მომხდარმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთი კითხვა გააჩინა. მთავარი საკითხია, ვინ შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება, რა შეიცვალა ერთი საათის განმავლობაში და ვინ გასცა საბოლოო ნებართვა გემის გასვლაზე. თურქ-კვიპროსელმა ჟურნალისტმა აიშემდენ აქინმა მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტების, ინსპექტირების ანგარიშებისა და რეისის ნებართვის გასაჯაროება.

ტრანსპორტის ე.წ. მინისტრის, ერჰან არიქლის ინფორმაციით, „Filo Jet“ კატასტროფამდე დაახლოებით ორი თვით ადრე თურქულმა კლასიფიკაციის საზოგადოება Türk Loydu-მ შეამოწმა. თუმცა, შემოწმების მასშტაბი და შედეგები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

ასევე უცნობია შემოწმდა თუ არა გემის ჰერმეტულობა, კორპუსების მდგომარეობა, მდგრადობა და საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი სისტემები. კატასტროფის ზუსტი მიზეზის დასადგენად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს გემის მონაცემთა ჩამწერის, ე.წ. „შავი ყუთის“ შესწავლა, თუმცა მისი ამოღება რთულია, რადგან ნამსხვრევები 500 მეტრზე მეტ სიღრმეზე მდებარეობს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს „Filo Jet“-ის წარსულიც. 26 წლის კატამარანი 2000 წელს აშენდა და 2024 წლამდე „Iris Jet“-ის სახელით ოპერირებდა. მისი ტექნიკური საიდენტიფიკაციო ნომერი IMO 8962034 უცვლელი დარჩა.

2003 წელს, ძველი სახელწოდებით, გემი პორტში მანევრირებისას ნავმისადგომს შეეჯახა. თავდაპირველად დაზიანება სერიოზულად არ მიიჩნიეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ გემში წყლის შესვლის შემთხვევა დაფიქსირდა. მოგვიანებით გემის რემონტთან დაკავშირებით ხანგრძლივი სამართლებრივი დავაც წარმოიშვა.

ძველი შემთხვევა თავისთავად არ ადასტურებს კავშირს დღევანდელ კატასტროფასთან, თუმცა აჩენს კითხვებს გემის სრულ ტექნიკურ ისტორიასა და ბოლო წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ. სწორედ ამ დეტალების შესწავლა შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს კატასტროფის რეალური მიზეზების დასადგენად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *