პატრა: თაღლითების დაჯგუფება კრიშტიანუ რონალდუს სახელით მსხვერპლებს 100 ევროს გადარიცხვას სთხოვს
პატრა: თაღლითების დაჯგუფება კრიშტიანუ რონალდუს სახელით მსხვერპლებს 100 ევროს გადარიცხვას სთხოვს
საბერძნეთში, ქალაქ პატრაში მცხოვრები ქალი თაღლითობის მსხვერპლი გახდა. თაღლითმა თანხის მისათვისებლად კრიშტიანუ რონალდუს სახელი და ვიდეო გამოიყენა.
ქალის თქმით, უცნობმა მას ვიდეო აჩვენა, რომელშიც თითქოს კრიშტიანუ რონალდუ დახმარებას სთავაზობდა. მას უთხრეს, რომ დახმარების მისაღებად 50 ევრო ორჯერ უნდა გადაერიცხა.
ქალის დასარწმუნებლად თაღლითმა ვიდეოზარიც განახორციელა. მისი თქმით, ეკრანზე რონალდუს მსგავსი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც თეთრ ძვირადღირებულ ავტომობილში იჯდა და აცხადებდა, რომ მთელ მსოფლიოში გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.
დარწმუნებულმა ქალმა თანხა IRIS-ის საშუალებით, ორ ნაწილად 50-50 ევროდ გადარიცხა. ამის შემდეგ უცნობმა მასთან კომუნიკაცია შეწყვიტა, რის შემდეგაც ქალმა გააცნობიერა, რომ თაღლითობის მსხვერპლი გახდა.
„მომატყუა და მაშინაც კი, როცა ვუთხარი, რომ ღარიბი ვარ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა“, განაცხადა მან ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბრისას.
