Latest news
ანტონიო კოსტა: კვიპროსის გაერთიანება ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს სპიროს ხრისიკოპულოსი პირველი ადამიანია, რომელიც საბერძნეთიდან იტალიამდე ცურვით ჩავიდა რა არის ელ-ნინიო და ექნება თუ არა გავლენა საბერძნეთზე მარათონა: სარდაფში 90 წლის წალის ცხედარი იპოვეს საბერძნეთი: დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს გარდაიცვალა ევი ღატიდუს დედა - სტუდენტი, რომელიც 1997 წელს სასტიკად მოკლეს რომელი პროფესიები გვაძლევს შრომის ბაზარზე სწრაფად შესვლის შესაძლებლობას ათენი: სად იგეგმება ყველაზე დიდი მიწისქვეშა პარკინგის აშენება Marfin-ის საქმე: პროკურორი 46 წლის ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება 2026 წელს საბერძნეთში ქირის ღირებულება კიდევ გაიზარდა
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

2026 წელს საბერძნეთში ქირის ღირებულება კიდევ გაიზარდა

2026 წელს საბერძნეთში ქირის ღირებულება კიდევ გაიზარდა

RE/MAX Ελλάς-ის მონაცემებით, 2026 წელს საბერძნეთში საცხოვრებლის ქირა საშუალოდ 3,8%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. უკონტროლო ზრდის მთავარი მიზეზი მაღალი მოთხოვნა და საცხოვრებელი უძრავი ქონების შეზღუდული მიწოდებაა.

ყველაზე ძვირადღირებული უბნები:

  • კოლონაკი, ათენი — 14 €/მ²
  • ძველი სანაპირო, სალონიკი — 14 €/მ²
  • სანტორინი — 14 €/მ²
  • ვარი-ვარკიზა — 13 €/მ²
  • ლიკავიტოსი — 13 €/მ²
  • მიკონოსი და ნაქსოსი — 12 €/მ²

ათენში საშუალო ქირამ 9,2 €/მ² შეადგინა, რაც წლიურად 4,3%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით გაძვირდა პეტრალონა 15,6%-ით, კიფსელი 14,3%-ით და ლიკავიტოსი 8,3%-ით.

სალონიკში საშუალო ქირა 7,7 €/მ² გახდა, წლიური ზრდით 3%. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა თერმიში 14,3%-ით.

ქვეყნის რეგიონებში ყველაზე ძვირი ქირა სანტორინიზეა 14 €/მ², ხოლო ყველაზე იაფი თასოსზე 4,7 €/მ².

ყველაზე მკვეთრი წლიური ზრდა დაფიქსირდა ნეა ირაკლიცაში, კავალას რეგიონში 16,7%, შემდეგ კავალაში 12,1% და დრამაში 10,2%. ერთადერთი ადგილი, სადაც ქირა შემცირდა, იყო პაროსი 8,3%-ით.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *