Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

კალითეა: მერიის თანამშრომელი სათამაშო მოედნის გახსნის დროს სითბური ინსულტით გარდაიცვალა

სიცხის მსხვერპლი გახდა კალითეას მუნიციპალიტეტის 49 წლის თანამშრომელი, რომელიც კვირას 23/07 მუშაობისას სითბური ინსულტით გარდაიცვალა.

სამწუხარო ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა  მამაკაცი ტერიტორიაზე სათამაშო მოედნის გასახსნელად წავიდა.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილს, რომელიც 16 წლის არასრულწლოვნის მამა იყო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებდა და მიუხედავად მაშველების  მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ის 16:45 საათზე სპარტის და პერიკლეუს ქუჩებს შორის მდებარე სათამაშო მოედნის გასაღებად მივიდა, რათა მოქალაქეები და ბავშვები შიგნით შესულიყვნენ. ჭიშკრის გაღების შემდეგ მან დაახლოებით 50 მეტრი მანძილი გაიარა ტერიტორიაზე, სანამ მეორე შესასვლელს არ მიაღწია, მაგრამ, როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბოქლომის გახსნის მომენტში გონება დაკარგა. მათ სასწრაფოდ შეატყობინეს EKAB-ს, რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა.

მაშველმა მის გადასარჩენად ზეადამიანური მცდელობა გაწიეს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან კალითეას მუნიციპალიტეტის თანამშრომლის გული გაუჩერდა.

ამის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების მანქანით იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ გარდაცვალება ძლიერი სიცხის გამო გულის გაჩერებამ გამოიწვია.

როგორც ადგილობრივი პრესა იტყობინება, თანამშრომელს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა და მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებოდა. კერძოდ, მან დაკარგა თვალი, ჰქონდა ჭარბი წონით გამოწვეული გულის პრობლემები და ამასთან ერთად იღებდა მძიმე მედიკამენტებს.

როგორც კი ცნობილი გახდა 49 წლის დაღუპვის შესახებ,  კალითეას მერმა დიმიტრის კარნავოსმა ტრაგედიის მიზეზების გარკვევის მიზნით წინასწარი ექსპერტიზის ჩატარების ბრძანება გასცა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *