Latest news
საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში მიკროპლასტიკები აღმოაჩინეს სალონიკი: ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა - დაშავებულია 3 მგზავრი ჰიდროცეფალიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ნეიროქირურგები ღონისძიებას გამართავენ კრეტა:  სან-ანდრეასის  სანაპიროზე პოლონელი ტურისტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პარლამენტი დაღუპული მფრინავების შვილებს იშვილებს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა - პაციენტებს წამლების სახლში მიღება შეუძლიათ სალონიკი: ჯანმრთელობის ცენტრის  თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს სახანძრო სამსახურში ვაკანტურ ადგილებზე განცხადებების მიღების ვადა იწურება  Dentis Pass: 300 000 ბავშვს უფასო სტომატოლოგიური შემოწმება ჩაუტარდება
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

კრეტა:  სან-ანდრეასის  სანაპიროზე პოლონელი ტურისტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

კრეტა:  სან-ანდრეასის  სანაპიროზე პოლონელი ტურისტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს

კუნძულ კრეტაზე, კერძოდ იერაპეტრაში 33 წლის პოლონელი ტურისტის მიერ ორგანიზებულ ხელის თხოვნის ღონისძიებას მისთვის გაუთვალისწიინებელი დასასრული აღმოაჩნდა. 33 წლის კაცი პარტნიორთან ერთად ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა, ქალს დაქორწინება შესთავაზა, თუმცა მისგან უარი მიიღო.

ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უარმა ტურისტზე ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინა. კაცმა სასტუმროს ნომერში თითქმის ყველა ნივთი დაამტვრია, რის შემდეგაც სასტუმრო დატოვა და სან-ანდრეასის სანაპიროსკენ გაემართა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას დიდი რაოდენობით ალკოჰოლი, კერძოდ უზო, ჰქონდა მიღებული. ასევე, მან პარტნიორს უთხრა, რომ სიცოცხლის დასრულებას აპირებდა.

რამდენიმე საათის შემდეგ 33 წლის ტურისტი ზღვაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. წყლის ზედაპირზე მოტივტივე კაცი ახლომდებარე ტავერნის სტუმრებმა შეამჩნიეს და დახმარება გამოიძახეს.

ადგილზე სწრაფად მივიდნენ სასწრაფო დახმარების სამსახურისა და იერაპეტრას სანაპირო დაცვის თანამშრომლები. მაშველებმა ზღვაში შესვლა და კაცის ნაპირზე გამოყვანა შეძლეს, რამაც, როგორც ჩანს, მისი სიცოცხლის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ტურისტი ამჟამად წმინდა ნიკოლოზის სახელობის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის გარემოებებს იერაპეტრას სანაპირო დაცვის სამსახური იძიებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *