Latest news
საბერძნეთში ახალ ლიცეუმსა და ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით რეფორმის გატარება იგეგმება ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში მიკროპლასტიკები აღმოაჩინეს სალონიკი: ავტობუსი გაჩერებას შეეჯახა - დაშავებულია 3 მგზავრი ჰიდროცეფალიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ნეიროქირურგები ღონისძიებას გამართავენ კრეტა:  სან-ანდრეასის  სანაპიროზე პოლონელი ტურისტი უგონო მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პარლამენტი დაღუპული მფრინავების შვილებს იშვილებს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე მოთხოვნა გაიზარდა - პაციენტებს წამლების სახლში მიღება შეუძლიათ სალონიკი: ჯანმრთელობის ცენტრის  თანამშრომელი ქურდობის ბრალდებით დააკავეს სახანძრო სამსახურში ვაკანტურ ადგილებზე განცხადებების მიღების ვადა იწურება  Dentis Pass: 300 000 ბავშვს უფასო სტომატოლოგიური შემოწმება ჩაუტარდება
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის პარლამენტი დაღუპული მფრინავების შვილებს იშვილებს

საბერძნეთის პარლამენტი დაღუპული მფრინავების შვილებს იშვილებს

საბერძნეთის პარლამენტი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით „იშვილებს“ იმ ორი სამხედრო მფრინავის შვილებს, რომლებიც 2026 წლის 5 სექტემბერს, ტანაღრაში, F-4 Phantom-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

უბედური შემთხვევა Athens Flying Week 2026-ის ფარგლებში გამართული საჰაერო შოუს დროს მოხდა. ავიაკატასტროფას საჰაერო ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ვიცე-პოლკოვნიკი იოანის ბლესიასი და მაიორი დიმიტრიოს პეტროსი ემსხვერპლა.

საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის, ნიკიტას კაკლამანისის განცხადებით, დაღუპული მფრინავების შვილების „შვილად აყვანის“ პროცედურა უკვე დაწყებულია. შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინეს და პროცედურის დასრულება დაახლოებით ორ თვეშია მოსალოდნელი.

აღნიშნული ინიციატივა საბერძნეთის პარლამენტის არსებული პრაქტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების თანამშრომლების შვილების მხარდაჭერას ემსახურება.

ამასთან, უკვე დასრულდა ივნისში, ასტროს კინურიასში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სანაპირო დაცვის თანამშრომლის შვილის „შვილად აყვანის“ პროცედურაც. ბავშვს პარლამენტი ყოველწლიურად 10 000 ევროს გადაუხდის 25 წლის ასაკის შესრულებამდე. საერთო ჯამში, დახმარების ოდენობა 170 000 ევროს შეადგენს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *