საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს – სად არის მოსალოდნელი თოვლი
საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს – სად არის მოსალოდნელი თოვლი
ძლიერი წვიმებისა და შტორმის შემდეგ საბერძნეთში ამინდი დროებით გაუმჯობესდება, თუმცა ხანმოკლე შესვენებას მკვეთრი ტემპერატური ვარდნა მოჰყვება.
მეტეოროლოგ გიორგოს ცატრაფილიასის პროგნოზით, პარასკევიდან, 16 ოქტომბრიდან, უკრაინიდან შემოსული ცივი ჰაერის მასები ტემპერატურას მნიშვნელოვნად შეამცირებს. მოსალოდნელია წვიმა, ადგილობრივი ჭექა-ქუხილი და თოვლი მთიან რეგიონებში.
დღეს, 15 ოქტომბერს, მცირე ნალექია მოსალოდნელი ევიაზე, აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე, კიკლადესსა და დოდეკანისაზე, ხოლო კრეტაზე უამინდობის ფენომენი უფრო მკვეთრად დაფიქსირდება და წვიმას ჭექა-ქუხილიც შესაძლოა მოჰყვეს. საბერძნეთის სახმელეთო ნაწილში ტემპერატურა 19-20 გრადუსამდე, კუნძულებზე კი 21-22 გრადუსამდე მოიმატებს. ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის ქარის სიჩქარე ზოგან 8 ბოფორს მიაღწევს.
პარასკევსა და შაბათს, 16-17 ოქტომბერს, ცივი ჰაერის მასების შედეგად ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. შაბათის გამთენიისას მთიან რეგიონებში მოთოვს.
კვირას, 18 ოქტომბერიდან კი სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.
