Latest news
კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს საბერძნეთი: ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს - სად არის მოსალოდნელი თოვლი საბერძნეთის მოქალაქეები ქვეყნის საზღვრებთან ახლოს მდებარე რეგიონებში დასახლებისთვის 10 000 ევროს დახ... სალონიკი: სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 წლის მოსწავლის წინააღმდეგ, რომელმაც თანაკლასელი სცემა კალითეა: 17 ოქტომბერს ძღოლებისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდება კიმბერლი გილფოილი: აშშ-ს ელჩის 11 თვიანი და 10 დღიანი მისიის დასასრული
ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს

სასულიერო პირი ყოფილი პარტნიორის საჩივრის საფუძველზე დააკავეს

საბერძნეთის ქალაქ ღრევენაში 68 წლის მღვდელი დააკავეს. მას ყოფილი პარტნიორი, 43 წლის ქალი ლარისიდან, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შურისძიების მიზნით გავრცელებაში (ე.წ. revenge porn) ადანაშაულებს.

ბერძნული მედიის ცნობით, ქალმა ლარისის პროკურატურას მიმართა, რის შემდეგაც საქმეზე გადაუდებელი წინასწარი გამოძიება დაიწყო. პოლიციამ მღვდელი ღრევენაში, საკუთარ სახლში დააკავა. მისი მობილური ტელეფონის შემოწმებისას ქალის ფოტოები აღმოაჩინეს.

მღვდლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შურისძიების მიზნით ინტიმური მასალის გავრცელებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებებით აღიძრა.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი პარასკევს, 16 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ლარისის სასამართლოში, დაჩქარებული წარმოების წესით უნდა გაიმართოს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *