ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა
ათენი: 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა
ათენში, კერძოდ კიფსელზე, ორშაბათს საღამოს დაახლოებით 15 არასრულწლოვანი ორ 18 წლის ეგვიპტელ მოსწავლეს დაესხა თავს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ახალგაზრდას ზურგში დანა ჩაარტყა, რის შედეგადაც მას ფილტვი დაუზიანდა.
შემთხვევა საღამოს 19:00 საათის შემდეგ, სამოს ქუჩაზე, საღამოს ლიცეუმის მიმდებარედ მოხდა. თავდამსხმელები ახალგაზრდებს სკოლის შესვენებიდან დაბრუნებისას დაესხნენ თავს, სცემეს და ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრეს. შემთხვევის ამსახველ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გარბიან თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან.
პოლიციელებმა დაჭრილს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ღენიმატასის“ საავადმყოფოში გადაიყვანა. ახალგაზრდა მძიმე მდგომარეობაში, ფილტვის დაზიანებით მკურნალობს.
პოლიცია სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით თავდამსხმელთა ვინაობის დადგენას ცდილობს.
