კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა
კრეტა: მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა
კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს მუნიციპალიტეტ მალევიზიში, ხუთშაბათს, 15 ოქტომბერს, მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით ავტობუსი სკოლისკენ მიემართებოდა, როდესაც მძღოლმა გზაზე დაყრილი ტოტებისთვის გვერდის ავლა სცადა, მანევრის დროს კი ავტობუსი გზის კიდეს გასცდა, ფერდობზე გადავიდა და გვერდზე გადაიხარა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყველა მოსწავლე უსაფრთხოდ გადაიყვანეს სკოლაში. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია, რომელმაც მოძრაობის რეგულირება უზრუნველყო.
Facebook Comments Box
