Latest news
საბერძნეთის სახელმწიფო საბჭო სახელმწიფოს ვალის ამოღების პროპორციულობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს პატრა: რა გახდა 23 წლის ახალგაზრდას აივნიდან გადახტომის მიზეზი კუნძულ როდოსზე უამინდობის შედეგად დაზიანებული გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს სალონიკი: ბენზინგასამართი სადგურის 23 წლის თანამშრომელს 123 000 ევროს მითვისებაში ადანაშაულებენ ველოპულოსმა ტების ტრაგედიაში დაღუპული მგზავრების ფოტოსურათები გამოაქვეყნა საბერძნეთი: მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი კლება, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები და თოვლი პარნითაზე ვულა: არასრულწლოვანების სექსუალური შევიწროების ბრალდებით გიმნაზიის მასწავლებელი დააკავეს Motor Oil-ის საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია კრეტა: იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით თავშესაფარში მდგომარეობა კრიტიკულია სანტორინი: უმაღლესი დონის მომსახურება თუ თანამედროვე მონობა
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭო სახელმწიფოს ვალის ამოღების პროპორციულობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭო სახელმწიფოს ვალის ამოღების პროპორციულობის პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო რომლის თანახმადაც თუ მოქალაქეს სახელმწიფოს, საგადასახადო სამსახურის ან სხვა საჯარო უწყებების მიმართ დავალიანება აქვს, მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებლის დაყადაღება და აუქციონზე გატანა დაუშვებელია, თუკი ვალის დასაფარად სხვა ქონებაც გააჩნია.

სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადამიანის ღირსებისა და პირადი თუ ოჯახური ცხოვრების დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, სახელმწიფომ ვალის ამოღებისას პროპორციულობის პრინციპი უნდა დაიცვას და საცხოვრებლის ჩამორთმევამდე ნაკლებად მკაცრი ზომების გამოყენების შესაძლებლობა ამოწუროს.

გადაწყვეტილება კონკრეტული საქმის განხილვისას მიიღეს: კომპანიის დირექტორის ოჯახის საცხოვრებლის ნახევარი აუქციონზე გაიტანეს კომპანიის სახელმწიფოს მიმართ 142 917 ევროს დავალიანების გამო, მიუხედავად იმისა, რომ დირექტორს სხვა უძრავი ქონებაც ჰქონდა. ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებების შემდეგ სახელმწიფო საბჭომ სახელმწიფოს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მოვალეს აუქციონის პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია შესაბამისი სამართლებრივი გასაჩივრების მექანიზმის გამოყენება.

სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების მთავარი პრინციპი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებლის დაყადაღების შესაძლებლობას მხოლოდ მაშინ იძლევა, თუ სხვა ქონების არსებობა სათანადოდ არის შემოწმებული და ვალის დასაფარად მისი გამოყენება გამორიცხულია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *