ხიოსზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრიბად 444 მეხანძრე და 8 ვერტმფრენი მუშაობს
ხიოსზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრიბად 444 მეხანძრე და 8 ვერტმფრენი მუშაობს
კუნძულ ხიოსზე კვირას, 22 ივნისს, შუადღეს გაჩენილი ცეცხლის ჩასაქრობად ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრეები.
ხანძარს ისევ 3 აქტიური კერა აქვს და ცეცხლი ელვის სისწრაფით ედება მიმდებარე ტერიტორიას.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აღიოს ღეორღიოს სიკუსისსზე, ვესსასა და დაფნონაზე.
დილის 06:00 საათიდან დაიწყო ვესსადან მოსახლეობის ევაკუაციაც.
გუშინდელი დღიდან კუნძულზე ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრის ჩასაქრობად 444 მეხანძრე 85 სახანძრო მანქანით მუშაობს, რომლებსაც 21 მოლაშქრე-მეხანძრეთა დაჯგუფება და 8 ვერტმფრენი ეხმარება.
Facebook Comments Box
