საბერძნეთი: ზამთრის სუსხი შაბათ-კვირის განმავლობაში შენარჩუნდება
საბერძნეთი: ზამთრის სუსხი შაბათ-კვირის განმავლობაში შენარჩუნდება
საბერძნეთში 17-18 ოქტომბრის უქმეებზე მკვეთრად აცივდება. მოსალოდნელია წვიმა, ცალკეულ რაიონებში ელჭექი, ძლიერი ჩრდილოეთის ქარი და მთიან რეგიონებში თოვლი. უამინდობა განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს, მათ შორის ევიას კუნძულსა და როდოსს შეეხება, სადაც წინა სტიქიამ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
შაბათს, 17 ოქტომბერს, ტემპერატურა უმეტეს რეგიონში 16-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო ატიკაში 9-დან 18 გრადუსამდე, სალონიკში კი 7-დან 18 გრადუსამდე. ეგეოსის ზღვაში ჩრდილოეთის ქარის სიჩქარე 6–7 ბოდორს მიაღწევს. ჩრდილოეთ და მთიან რაიონებში ტემპერატურა შესაძლოა ნულს ქვემოთაც დაეცეს.
კვირიდან ამინდი გაუმჯობესდება, ნალექი იკლებს, გამოიდარებს და ტემპერატურა თანდათან მოიმატებს.
