სალონიკი: სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე 3500 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკანონოდ დაყარეს – დაკავებულია 3 პირი
სალონიკი: სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე 3500 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენი უკანონოდ დაყარეს – დაკავებულია 3 პირი
საბერძნეთის პოლიციამ სალონიკის მუნიციპალიტეტ დელტას სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიაზე სახიფათო ქიმიური ნარჩენების უკანონო დაყრის ფაქტი გამოავლინა. საქმეზე სამი ბერძენი, 24, 49 და 65 წლის მამაკაცი დააკავეს, ხოლო რვა პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
პოლიციის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი ქიმიურ ნარჩენებს ტერიტორიაზე ყრიდა, ხოლო 65 წლის მამაკაცი სამშენებლო ტექნიკით მათ ერთ ადგილას აგროვებდა.
გამოძიების თანახმად, წინა პერიოდში ტერიტორიაზე უკანონოდ დაყრილი ნარჩენების საერთო მოცულობა 3 500 ტონას აღემატება. ნარჩენები საწარმოდან იყო გატანილი და მათი განთავსება საჭირო გარემოსდაცვითი ნებართვის გარეშე ხდებოდა.
პოლიციის განცხადებით, უკანონო დაყრამ შესაძლოა გამოიწვია ნიადაგის, მიწისქვეშა ფენებისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურება.
