Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს
Pizza Fan-ის მფლობელი საგადასახადო დარღვევისთვის დააკავეს
საბერძნეთის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურმა კომპანია Pizza Fan-თან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, 2022 წლიდან ჯგუფი ქვითრებს აყალბებდა და სახელმწიფოსთვის მინიმუმ 25 მილიონი ევროს დღგ-ს გადაუხდელობაში ფიგურირებს.
ოპერაციის ფარგლებში ცხრა პირი დააკავეს, მათ შორის კომპანიის მფლობელი კონსტანტინოს ანტარასი, კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბუღალტრები, პროგრამისტი და ფილიალების მმართველები. სამართალდამცველებმა 500 000 ევროზე მეტი ნაღდი ფული, ძვირადღირებული ავტომობილები, სამკაულები და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს კომპანიის ფილიალებსა და საცხოვრებელ სახლებში, საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობით.
Facebook Comments Box
