25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს
25 ოქტომბერს საათის ისრები 1 საათით უკან გადაიწევს
საბერძნეთში ზამთრის დროზე გადასვლამდე რამდენიმე დღე დარჩა. 2026 წლის 25 ოქტომბერს, კვირას, საათის ისრები ერთი საათით უკან უნდა გადავწიოთ.
საათის ცვლილება გამთენიისას განხორციელდება: როდესაც დრო 04:00 საათს მიაღწევს, ისრები 03:00 საათზე უნდა გადავიდეს. ამგვარად, კვირის ღამე ერთი საათით გახანგრძლივდება.
საბერძნეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეებს ახსენებს, რომ 25 ოქტომბერს ზაფხულის დროის მოქმედება დასრულდება და ქვეყანა ზამთრის დროზე გადავა.
სამინისტროს განმარტებით, დროის ცვლილება ევროკავშირში მოქმედი რეგულაციის შესაბამისად ხორციელდება. კერძოდ, ეს პროცესი ეფუძნება ევროკავშირის 2001 წლის 19 იანვრის დირექტივას, რომელიც ზაფხულის დროის გამოყენების წესებს განსაზღვრავს.
საათის სეზონური ცვლილება ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილი წესით ტარდება.
