ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობის კადრებს ავრცელებდა
ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობის კადრებს ავრცელებდა
ვოლოსში არასრულწლოვნის სექსუალური ექსპლუატაციისა და ინცესტის მძიმე საქმეზე ლარისას ნაფიც მსაჯულთა შერეულმა სასამართლომ 52 წლის ქალს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე 2025 წლის ივლისში გახმაურდა. სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ბავშვთა პორნოგრაფიული მასალის შექმნასა და გავრცელებაში. გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.
სასამართლო პროცესზე ქალმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მას მესამე პირი ხელმძღვანელობდა, ხოლო დანაშაულს ფინანსური საჭიროების გამო სჩადიოდა.
საქმე მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ვოლოსის რაიონ პალაიაში ერთ-ერთმა მოქალაქემ დაკარგული მობილური ტელეფონი იპოვა. მოწყობილობის მფლობელის დადგენის მცდელობისას მან მასში არასრულწლოვანთან დაკავშირებული პორნოგრაფიული მასალა აღმოაჩინა და ტელეფონი დაუყოვნებლივ პოლიციას გადასცა.
გამოძიების შედეგად, ქალის მობილურ ტელეფონში ცხრა ფოტო აღმოაჩინეს, რომლებზეც მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის სექსუალური ექსპლუატაცია იყო ასახული. მოგვიანებით, პოლიციამ ქალის საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი ტელეფონი აღმოაჩინა, რომელშიც მსგავსი მასალა იყო შენახული.
გამოძიების ინფორმაციით, ქალს სულ მცირე 17 სექსუალური შინაარსის ფოტოს შექმნასა და შენახვაში ედებოდა ბრალი.
გამოძიების მასალების თანახმად, გოგონას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. ანემიის მწვავე ფორმის გამო მას დაახლოებით ყოველ 20 დღეში სისხლის გადასხმა სჭირდებოდა.
2022 წელს, როდესაც ბავშვი ცხრა წლის იყო, დედამ ბავშვთა თავშესაფარში დატოვა, რადგან მისი რჩენა არ შეეძლო. საქველმოქმედო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების დახმარებით გოგონა მოგვიანებით სახლში დაბრუნდა, თუმცა სწორედ ამის შემდეგ გახდა სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი.
ამჟამად არასრულწლოვანი კვლავ ბავშვთა თავშესაფარში იმყოფება. სასამართლო პროცესზე მას ჩვენება არ მიუცია.
საქმე საბერძნეთში ბავშვთა დაცვისა და არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს კიდევ ერთხელ აყენებს დღის წესრიგში.
