Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორი იქნებოდა დედაქალაქი კიფისოს გადახურვის გარეშე

როგორი იქნებოდა დედაქალაქი კიფისოს გადახურვის გარეშე

მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა აღმშენებლობის პერიოდმა რადიკალურად შეცვალა არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ სრულიად მსოფლიოს მასშტაბით მდგომარეობა.

ქალაქებმა სწრაფი და უკონტროლო ზრდა დაიწყეს და მათ შორის ათენის დაგეგმარებაშიც მყისიერი ცვლილებების შეტანაც გახდა საჭირო.

უწყვეტი გადაადგილების საჭიროება არსებულ ბუნებრივ და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გახდა და სწორედ ამიტომ ქალაქის ყველაზე დიდი მდინარის უდიდესი მონაკვეთი ასფალტით დაიფარა და მასზე მთავარი საგზაო ღერძი, კიფისოს გამზირი გაშენდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა. ქალაქი საჭიროებდა ალტერნატიულ გზებს, რომლებიც ცენტრში არსებულ საცობებს განტვირთავდა და ჩრდილოეთ პორტთან და ეროვნულ გზატკეცილთან დააკავშირებდა.

აღნიშნულმა გადაყვეტილებამ ქალაქს მომენტალურად შვება კი მოჰგვარა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სრულიად დედაქალის მოსახლეობა დიდი საფრთხის ქვეშ დააყენა, რომელსაც ყოველი ძლიერი წვიმისას იზღვის.

ალბათ კიფისო რომ არ გადაეხურათ დედაქალაქი ნამდვილად დაემსგავსებოდა ევროპულ ქალაქს მდინარით ქალაქის ცენტრში. ქალაქს ექნებოდა უამრავი სასეირნო ქუჩა და სკვერიდა. თუმცა მილიონობით მაცხოვრებლებისთვის რომლებსაც ორზე მეტი ავტომანქანა ჰყავთ ცხოვრება შეიძლება გაუსაძლისი გამხდარიყო. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *