Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთი

Canadair-ის კატასტროფა კარისტოში: ორივე პილოტი დაიღუპა

დღეს, ხანძართან ბრძოლის დროს ჩამოვარდნილი Canadair-ის ორივე პილოტი გარდაცვლილია.

ისინი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხანძრის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლის დროს  მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.

27 წლის პერიკლის სტეფანიდის და 34 წლის ხრისტოს მულას, 112-ე მებრძოლი ფრთის 355-ე ტაქტიკური სატრანსპორტო ესკადრის ოპერატორები, აფრინდნენ შუადღის 12 საათამდე CL-215-ით კარისტოს მიმართულებით.

ეროვნული თავდაცვის მინისტრის ნიკოს დენდიას გადაწყვეტილებით შეიარაღებულ ძალებში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული (2023 წლის 25 ივლისიდან 27 ივლისამდე).

15:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე, ტყის ხანძრის ჩაქრობისას მათი თვითმფრინავი მარჯვენა ფრთით ხეს შეეჯახა, რის გამოც მან სიმაღლე დაკარგა და ხევში  ჩავარდა.

Canadair ჩამოვარდნიდან რამდენიმე წამში ცეცხლმა მოიცვა. მეხანძრე-მაშველების მცდელობის მიუხედავად, ორივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

27 წლის პერიკლის სტეფანიდის, წარმოშობით თესალონიკიდან, საჰაერო ძალების მფრინავი იყო და ახალგაზრდობიდანვე ოცნებობდა მფრინავობაზე.

მას უყვარდა მოგზაურობა და გადაწყვიტა ემსახურა სახანძრო ავიაციაში. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მის მორიგ  ფრენას ასეთი ტრაგიკული დასასრული ექნებოდა…

34 წლის ქრისტოს მოულას გატაცებული იყო თვითმფრინავებითა და მოგზაურობით და ხშირად ტვირთავდა ფრენების ფოტოებს სოციალურ ქსელში.

34 წლის ხრისტოს მოულას დაქორწინებული იყო, თუმცა სამწუხაროდ მამობის სიხარული ვერ განიცა, მას სამი თვის ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.

ქვეყანამ დაკარგა ორი უშიშარი ახალგაზრდა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საფრთხე და საშიში მანევრით მიუახლოვდნენ ცეცხლს, რათა გადაერჩინათ სახლები და დასახლებები.

ისინი გმირებად დარჩნენ  ცეცხლის კოშმართან უთანასწორო ბრძოლაში.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *