Motor Oil-ის საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია
Motor Oil-ის საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია
საბერძნეთში, Motor Oil-ის საწარმოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი 15 ოქტომბრის საღამოს, ელევსინაში მდებარე „თრიასიოს“ გენერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი სამედიცინო შეფასებით, ორივე დაშავებულს ზედა და ქვედა კიდურების მოტეხილობები, ასევე მცირე ფართობისა და მსუბუქი ხარისხის დამწვრობები აღენიშნებოდა.
საავადმყოფოს სამედიცინო და საექთნო პერსონალმა მათ დაუყოვნებლივ გაუწია საჭირო დახმარება. ორივე პაციენტს მოტეხილობებისა და დამწვრობების სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.
საავადმყოფოს ოფიციალური ინფორმაციით, ორივე პაციენტის პოსტოპერაციული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მათგანი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, სადაც ოპერაციის შემდგომ დაკვირვებას გადის. მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა კარგია და ხელოვნური სუნთქვის აპარატთზე მიერთება საჭირო არ გამხდარა.
ექიმები ორივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან. ამ ეტაპზე არსებული სამედიცინო შეფასებით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
