Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

Riviera Tower: საბერძეთის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი

Riviera Tower: საბერძეთის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი

საბერძნეთის ყველაზე მაღალი საცხოვრებელი ცათამბჯენი Riviera Tower, რომელიც ელინიკოს მასშტაბური ურბანული განვითარების პროექტის ნაწილია, ახალ ეტაპზე გადავიდა. 200 მეტრის სიმაღლის შენობაში დასრულებულია ძირითადი კონსტრუქციის (ფუნდამენტისა და მზიდი კარკასის) მშენებლობა და ახლა სამუშაოები საინჟინრო სისტემების, ფასადისა და ინტერიერის მოწყობისთვის მიმდინარეობს.

პროექტის მშენებლობა 2022 წელს, სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო. კოშკის დიზაინი საერთაშორისო არქიტექტურულმა ბიურომ Foster + Partners-მა შეიმუშავა, ხოლო მშენებლობას კომპანიები Bouygues Bâtiment International და AKTOR ახორციელებენ.

ფუნდამენტის ჩადგმა ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო. გამოყენებულია 300 ღრმა ბურჯი, ხოლო ბეტონის უწყვეტი ჩასხმა 40 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რაც საბერძნეთის სამშენებლო ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ პროცესად ითვლება. პროექტში მსოფლიოს წამყვანი ცათამბჯენების, მათ შორის Burj Khalifa-სა და Petronas Towers-ის მშენებლობის გამოცდილებაა გამოყენებული.

დღეს Riviera Tower-ში ასზე მეტი სხვადასხვა სპეციალობის პროფესიონალი მუშაობს. საცხოვრებელი ბინების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე გაიყიდა, ხოლო მომავალი მფლობელები უკვე არჩევენ ინტერიერის მასალებსა და დიზაინის დეტალებს.

კოშკი ენერგოეფექტური და ეკოლოგიური სტანდარტებით შენდება. პროექტს LEED Gold-ის სერტიფიკატი ექნება, რაც ენერგიისა და წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას უზრუნველყოფს.

Riviera Tower-ის დასრულება 2027 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. პროექტი არა მხოლოდ საბერძნეთის სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა, არამედ ათენის თანამედროვე არქიტექტურული იერსახის ახალ სიმბოლოდაც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *