Latest news
23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს იასამნისფერი გზა, რომელიც თავს ზღაპრის გმირად გაგრძნნობინებთ საბერძნეთის ინიციატივას, არასრულწლოვნებისთვის სოც.მედიაზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით კვიპროსი... Cosmote Telekom-ი მეტალიკას კონცერტზე დასასწრებ ბილეთებს ათამაშებს როდემდე უნდა გადავცვალოთ ძველი პირადობები ირაკლიო: ციხიდან გაქცეულმა პატიმარმა გზად ქალი დააყაჩაღა კეფალონია: 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები ვრცელდება ევროპელი პროკურორების ასოციაცია: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს ბერძენ კოლეგენს ΟΠΕΚΕΠΕ-ის საქმის მს...
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ეკიპაჟმა დედა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გემზე არ აუშვა და პორტში დატოვა

არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა ოჯახს კრიტიდან, რომლებიც ათენიდან კრიტზე ცდილობდნენ დაბრუნებას ლაინერით, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან არც პასპორტები ჰქონდათ თან და არც ჯანმრთელობის წიგნაკები.

კერძოდ, ქალი ორ 8 და 5 წლის შვილთან ერთად ათენში იმყოფებოდა არასასიამოვნო ოჯახური შემთხვევისთვის გამო, კერძოდ დაკრძალვაზე და ორშაბათს ღამით უკან დაბრუნებისას პრობლემა შეექმნათ პირეას პორტში.

გემის შესასვლელში ეკიპაჟის წევრებმა ოჯახს არ მისცეს გამგზავრების უფლება, რადგან ოჯახური მდგომარეობის მოწმობა, რომელიც ქალს თან ჰქონდა, ნავსადგურის ორგანოებმა არ აღიარეს, როგორც დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ბავშვები ნამდვილად მისი შვილები იყვნენ და მოითხოვეს ბავშვების პასპორტები ან ჯანმრთელობის წიგნაკები.

ქალის პროტესტზე იმის საპასუხოდ, რომ კრიტიდან ერთი დღით ადრე გამგზავრებისას მისთვის ირაკლიოს საპორტო ორგანოს შესაბამისი საბუთები არ მოუთხოვია, პორტის თანამშრომლებმა კანონი მოიშველიეს და საბოლოოდ ქალს გემზე ასვლის უფლება არ მისცეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *