Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა – აცხადებს 18 წლის ბიჭი, რომელმაც ქალი დახრჩობას გადაარჩინა

სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა – აცხადებს 18 წლის ბიჭი, რომელმაც ქალი დახრჩობას გადაარჩინა

18 წლის ბიჭმა სალონიკში, ერთ-ერთ რესტორანში ქალი დახრჩობას გადაარჩინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალს ლუკმა გადასცდა, ხოლო თოდორის ზაპრისმა კი ის ჰეიმლიხის მანევრის გამოყენებით იხსნა.

“იმ მომენტში სპონტანურად განვახორციელე ყველა საჭირო ქმედება. არ მიფიქრია, არც ავღელვებულვარ.”

ახალგაზრდა აღნიშნულ რესტორანში მუშაობს. როგორც კი დააფიქსირა, რომ ქალს სუნთქვა გაუჭირდა მშვიდად მიუახლოვდა მას, გარშემომყოფებს მოშორებით დადგომა სთხოვა და დაუყოვნებლივ დაიწყო პირველადი დახმარების გაწევა: “ჩემი სმენის დროს გადასცდა ლუკმა ქალს, რომელიც მეგობრებთან ერთად ვახშმობდა. ძლიერი ხველა აუტყდა. ყელში ჰქონდა გაჩხერილი საჭმელი. უფრო კონკრეტულად კი კრევეტი. როცა მივუახლოვდი გარს უკვე ჩემი კოლეგები ეხვივნენ და მისი მეგობრები. როგორც კი ჰეიმლიხის მეთოდი გამოვიყენე კრევეტი ამოვარდა ყელიდან და ჩვეულებრივად განაგრძო სუნთქვა. როგორც კი გონს მოვიდა მადლობა გადამიხადა. იმ მომენტში არც მიფიქრია, არც შემშინებია. ტვინმა დამოუკიდებლად და სპონტანურად იმოქმედა.”

18 წლის ბიჭი აცხადებს, რომ მომავალში უნდა მაშველი გამოვიდეს. უნდა, რომ შვეიცარიაში სათხილამურო კურორტზე იმსახუროს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *