Latest news
იასამნისფერი მედუზები საბერძნეთის ზღვის სანაპიროებზე ბრუნდებიან კორინთიას მთიან რეგიონში მოთოვა პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება
შაბათი, მაისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ვრცელდება ლუცაში მომხდარი საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

ვრცელდება ლუცაში მომხდარი საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები

სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 29 წლის მძღოლი, რომელმაც საბერდისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მძღოლი ელვის სისწრაფით მართავდა ავტომანქანას, როცა გაჩერებულ მანქანას შეეჯახა, რომლიდანაც 24 წლის ბიჭს ბარგი გადმოჰქონდა. საბედისწერო შეჯახების შედეგად 24 წლის ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაშავდა.

მძღოლს ჩაუტარდა სისხლის ანალიზი, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მის სისხლში 0,63 გრამით მეტი ალკოჰოლის შემცველობა იყო, რაც კანონით გათვალისწინებულზე მეტია.

შეგახსენებთ, რომ კანონით გათვალისწინებული რაოდენობა 0.50 გრამია.

სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ 29 წლის მძღოლმა 2020 წელსაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ მართავდა ავტომანქანას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *