ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ალექსანდრუპოლის ღირსშესანიშნაობა-ფრანგული რკინიგზის სადგური
გუშინ, კვირას, შუადღისას გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ალექსანდრუპოლის ღირსშესანიშნაობა – ფრანგული რკინიგზის სადგური.
1870-იანი წლების დასაწყისში ფრანგული კომპანიის მიერ აშენებული, ძირითადად ხის შენობებისგან შემდგარი კომპლექსი, მათ შორის ყოფილი გამანაწილებელი ცენტრი და მატარებლის მთავარი სადგური, იყო ევროსის დედაქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილი.
მეხანძრე-მაშველების დიდი ჯგუფი ოთხი სახანძრო მანქანით ებრძოდა ხანძარს, მაგრამ ისტორიული შენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
Facebook Comments Box
