Latest news
პროკურორმა 89 წლის კაცის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო თეთრი ბუშტებით გააცილეს 13 წლის კონსტანტინე  ვოლოსის მერი 3 თვის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ძაღლების ევთანაზიის მომხრეა  45 წლიანი კარიერის შემდეგ პილოტის ბოლო გულისამაჩუყებელი დაშვება 1 მაისი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განრიგი 1 მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე შრომის დღისადმი მიძღვნილი გაფიცვა და აქცია ათენის ცენტრში დღეს ათენის ცენტრი  დილის საათებში გადაიკეტება სალონიკი: წამითაც კი არ დავფიქრებულვარ, ყველაფერი ისე სწრაფად და სპონტანურად მოხდა - აცხადებს 18 წლი... საბერძნეთი დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას
პარასკევი, მაისი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კამარია – ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული სოფელი

კამარია – ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღლეზე გაშენებული სოფელი

სანერძნეთის მთებში ამ დრომდე შემორჩენილი სოფლები ტრადიციებით დატვირთული ზარდახშებივით არიან ქვეყნისთვის, რომლებიც წლებია უცვლელად ინარჩუნებენ პირველად სახეს.

ბევრი მათგანი ადვილად მისადგომია გაზაფხულსა და ზაფხულში, თუმცა ზამთარში მხოლოდ გამოცდილ მთამსვლელებსა და მკვლევარებს შეუძლიათ აღნიშნულ სოფლებში განსაკუთრებული გამოცდილების მიღება.

აღნიშნულ სოფელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია ევრიტანიას კამარია. ეს სოფელი ზღვის დონიდან 1480 მეტრის სიმაღეზეა გაშენებული და მდებარეობს აღაფონის ალპურ ზონაში კარნოპის, ზვონისა და მორფორახის მწვერვალებს შორის.

კამარია ძირითადად ზაფხულის თვეებშია დასახლებული, ხოლო ზამთარში მოსახლეობა ფთიოტიდასა და თესალიაში გადადის საცხოვრებლად. 

2011 წელს სოფელს 8 მუდმივი მაცხოვრებელი ჰყავდა, რამაც ნათლად აჩვენა მკვლევარებს რამდენად რთულია საჭირო რესურსების გარეშე ქვეყნის მთიან რეგიონში ცხოვრება. 

მიუხედავად იმისა რომ სოფელი სრულიად იზოლრებულია, მთისა და ბუნების მოყვარელების ინტერესს აქტიურად იპყრობს. 

ზაფხულის თვეებში დამსვენებლებს შეუძლიათ დატკბნენ სუფთა ჰაერით, შთამბეჭდავი ხედებითა და სიმშვიდით, რომელიც ამ ადგილს მუდმივად ახასიათებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *